Tuesday, September 1, 2015

სასწავლო გეგმა--- სილაბუსი
ვამტკიცებ-----------------------კათედრის ხელმძღვანელი-----------------
დირექტორის მოადგილე------------------------------------------------------
#
კომპონენტები

1
მასწავლებლის სხელი, გვარი ,საკონტაქტო ინფორმაცია
მარიკა ჭიკაძე                                            577  73  36  63
2
სასწავლო საგნის დასახელება,კლასი
ისტორია   ----მეშვიდე კლასი      
3
სასწავლო  საგნის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა
კვირაში 4 საგაკვეთილო საათი. სულ 136 საათი. კურსის ხანგრძლივობა ერთი სასწავლო წელი.
4
სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა
მოსწავლე  ეუფლება  დროსა  და  სივრცეში
ორიენტაციის უნარებს, აცნობიერებს ისტორიის
პერიოდიზაციის საკითხებს, ეცნობა ადამაინის მიერ
განვლილი გზის მნიშვნელოვან ეტაპებს უძველესი
დროიდან დღემდე; ადამიანის საქმიანობის ძირითად
ფორმებს; მოსწავლე არკვევს რა არის რელიგია,
შეისწავლის მსოფლიოში არსებულ რელიგიებს და
მათ ძირითად მცნებებს; ასევე საზოგადოებისა და
სახელმწიფოს  წარმოშობისა და  განვითარების
თავისებურებებს: გაეცნობა ადამიანის უფლებებსა და
თავისუფლებებს და გაარკვევს - რა არის სამართალი
და რა მნიშვნელობა აქვს მას საზოგადოებისათვის.
5
სასწავლო საგნის მიზანი
ეროვნული   სასწავლო   გეგმის   შესაბამისად,
სასწავლო საგნის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს
ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის
გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდას; მიაწოდოს
მოსწავლეს ინფორმაცია მშობლიური გარემოს
შესახებ, განსაზღვროს მშობლური ქვეყნის ადგილი
მსოფლიო   ისტორიულ   და   გეოგრაფიულ
პროცესებში; ჩამოაყალიბოს იგი პატრიოტ და
ჰუმანისტ ადამიანად.
6
სასწავლო საგნის ამოცანები
· მოსწავლემ შეიძინოს ცოდნა საზოგადოებრივ
მეცნიერებათა საფუძვლებში, რაც დაეხმარება მას
სამყაროს ერთ მთლიანობად აღქმაში,საკუთარი და
სხვისი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში, ადამიანის
უფლებების დაცვასა და პიროვნების პატივისცემაში.
· მოსწავლემ უნდა გაცნობიეროს რა არის
პოლიტიკური სისტემა, კანონი, როგორი
პოლიტიკური სისტემები არსებობდა და არსებობს,
უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობები
და უფლებები დემოკრატიული საზოგადოებისა და
კანონის უზენაესობის წინაშე.






7
სწავლის მეთოდები
მინილექცია,ვენის დიაგრამა,დროის დიაგრამა, 3-2-1 სტრატეგია ,კითხვა ნიშანთა სისტემით, ვიცი -მინდა ვიცოდე- ვისწავლე, ღია და დახურული კითხვები,  გონებრივი  იერიში ,დებატები , მუშაობა  რუკაზე  და  თვალსაჩინოებაზე.



8
სასწავლო კურსის შეფასება
საშინაო ვალელება, საკლასო წერა,შემაჯამებელი  სამუშაო.
სამივე კომპონენტს  თანაბარი  წონა  აქვს.. კლასშოი  გამოიყენება  განმსაზღვრელი და განმავითარებელი  შეფასება
განმსაზღვრელი შეფასება ხდება ქულებით, განმავითარებელი შეფასებისთვის გამოიყენება  მასწავლებლის  დაკვირვება,
კომენტარი, შეფასების სქემები და თანატოლტა შეფასება.
9
რესურსები
დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო,  დამხმარე ლიტერატურა, რუკები, ინტერნეტ საიტები, რვეული






10
კლასგარეშე ღონისძიებები
ექსკურსია ქალაქგარეთ, მუზეუმში.











No comments:

Post a Comment